სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა Telekom Cup-ი მეხუთედ მოიპოვა

კვირას საღამოს ბაიერნმა Telekom Cup-ის თასი მეხუთედ მოიგო. ტურნირის ფინალში მიუნხენელებმა გლადბახთან ანგარიშით 0:0 ითამაშეს. მატჩის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც უფრო ზუსტები ბაიერნის ფეხბურთელები აღმოჩნდნენ. აღსანიშნავია ჰუმელსის მიერ შესრულებული დარტყმა. მცველმა 11-მეტრიანი პანენკას სტილში შეასრულა.

ნახევარფინალურ მატჩთან განსხვავებით ნიკო კოვაჩმა შემადგენლობაში 10 ცვლილება გააკეთა. მინდორზე "ძველებიდან" მხოლოდ სანჩესი გამოვიდა. რეკორდმაისტერის ახალწვეულმა ალფონსო დეივისმა დებიუტი იზეიმა. ტურნირში მონაწილეობა ხავი მარტინეზმა ვერ მიიღო. ესპანელს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს.

ბაიერნმა გენერალური რეპეტიცია ჰოფენჰაიმთან მატჩის წინ, რომელიც 18 იანვარს გაიმართება, წარმატებულად ჩაატარა.


13-01-2019