სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ფინალში გლადბახს დაუპირისპირდება

Telekom Cup-ის ნახევარფინალში ბაიერნმა ფორტუნას სძლია. 45 წუთის განმავლობაში საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდათ, მაგრამ ძირითადი დრო ანგარიშით 0:0 დასრულდა. მეტოქეებმა გამარჯვებული პენალტების სერიის მეშვეობით გამოავლინეს.

პირველი დარტყმა აიჰანმა შეასრულა, 1:0. ალაბას პენალტი რენზინგმა მოიგერია. მაგრამ შემდეგ ორი 11-მეტრიანი ფორტუნამაც ვერ შეაგდო. ნიკლას ზულემ ძლიერი დარტყმით ბაიერნი ფინალში გაიყვანა. ტურნირის მთავარ მატჩში კოვაჩის შეგირდები გლადბახს დაუპირისპირდებიან. ფინალი, ჩვენი დროით, 19.30 წუთზე დაიწყება.


13-01-2019