სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი გენერალური რეპეტიციისთვის მზად არის

შაბათს მიუნხენში გუნდმა, Telekom Cup-ის დაწყებამდე, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა. კვირა დღეს სტარტს ამ ტურნირის მეათე გათამაშება აიღებს. Telekom Cup-ი ბაიერნისთვის გენერალური რეპეტიციის ფუნქციას შეასრულებს, რადგანაც უკვე მომდევნო პარასკევს გასვლაზე რეკორდმაისტერი ჰოფენჰაიმს დაუპირისპირდება.

ტურნირს ბაიერნი მოქმედი გამარჯვებულის სტატუსით დაიწყებს. მიუნხენელებმა Telekom Cup-ს ოთხჯერ დაეუფლნენ, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ნახევარფინალში ბაიერნი მასპინძელს დიუსელდორფს შეხვდება, მატჩი ჩვენი დროით 16.00 საათზე დაიწყება. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს გლადბახი და ჰერტა დაუპირისპირდებიან. ფინალური შეხვედრა ჩვენი დროით 19.30 წუთზე გაიმართება.

"ორ 45-წუთიან შეხვედრას ჩავატარებთ. ჩვენთვის ეს მორიგი ვარჯიში იქნება. უკანასკნელი შესაძლებლობაა, სადაც რამდენიმე სათამაშო დეტალის დამუშავებას შევძლებთ", განაცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელიც ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

მომდევნო მატჩებს, ჰოფენჰაიმთან შეხვედრამდე, დიდი მნიშვნელობა ექნებათ. "ვფიქრობ, რომ ორივე მატჩს, სეზონის მეორე ნახევრის მოსამზადებლად, კარგი საფუძველი ექნება. იმედი მაქვს, რომ მომდევნო კვირა წარმატებული გვექნება და პარასკევის მატჩს საუკეთესო კონდიციებში შევხდებით", დაამატა პოლონელმა ფორვარდმა.

დიუსელდორფში რეკორდმაისტერს ტრავმების გამო არიენ რობენი, ფრანკ რიბერი და კოკო ტოლისო ვერ დაეხმარებიან. მწყობრში სერჟ გნაბრი და ხამესი ჩადგნენ. ასევე დეივისის დებიუტიც არის მოსალოდნელი.


13-01-2019