სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

დოჰას გმირები და ანტიგმირები

Bild-ის ჟურნალისტებმა დოჰას შეკრება შეაფასეს. დადებითი შთაბეჭდილება ხამესმა, ჰუმელსმა, ლევანდოვსკიმ, ბოატენგმა და ტოლისომ დატოვეს. კოლუმბიელი ტრავმის შემდეგ ოპტიმალურ კონდიციებს დაუბრუნდა. მონაწილეობა ყველა ვარჯიშში მიიღო და მშვენიერ განწყობაზე იმყოფებოდა. შვებულებიდან პოლონელი ფორვარდი მშვენიერ ფიზიკურ კონდიციებში დაბრუნდა. მატსმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. სპარინგ შეხვედრებში უამრავი ბურთი შეაგდო. ჯერომმა ყველა ვარჯიში ტრავმების გარეშე ჩაატარა. ფრანგი მუხლზე ოპერაციის შემდეგ სირბილს დაუბრუნდა.

შეკრებაზე უარყოფითი შთაბეჭდილება რიბერიმ, რობენმა, მარტინეზმა და შაბანიმ დატოვეს. ფრანგი "ოქროს Steak-ის" გამო სკანდალის ეპიცენტრში აღმოჩნდა და შეკრების უკანასკნელ დღეს ბარძაყის ტრავმა მიიღო. ჰოლანდიელი ისევ ტრავმირებულია, მან საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშები ვერ ჩაატარა. ხავი ტიაგოსთან და გორეცკასთან კონკურენციას ჯერ კიდევ აგებს. ახალგაზრდა ფეხბურთელს მერიტან შაბანის კოვაჩმა ერთ-ერთ ვარჯიშზე უყვირა: "უკვე მეორედ ხდება, რომ მინდორზე გძინავს. გაიღვიძე!"


12-01-2019