სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

Telekom Cup-ის სტატისტიკა და ფაქტები

გერმანიის ჩემპიონატის მეორე წრის დაწყებამდე 5 დღით ადრე, სადაც ბაიერნი ჰოფენჰაიმს დაუპირისპირდება, მიუნხენელები მონაწილეობას Telekom Cup-ში მიიღებენ, რომელიც კვირა დღეს დიუსელდორფში ჩატარდება. ტურნირში ბაიერნის გარდა ფორტუნა, გლადბახი და ჰერტა იასპარეზებენ.

ბაიერნი ერთადერთი გუნდია, რომელმაც მონაწილეობა Telekom Cup-ის ყველა 9 გათამაშებაში მიიღო. აქედან ოთხჯერ მიუნხენელებმა ტურნირი მოიგეს. უკანასკნელად რეკორდმაისტერმა წარმატებას 2017 წლის ივლისში მიაღწია. კვირა დღეს ბაიერნელები ტიტულის დაცვას ეცდებიან. ტურნირში გამარჯვებების მიხედვით ბაიერნის შემდეგ ჰამბურგი მოდის (7 მონაწილეობა 4 ტიტული).

Telekom Cup-ის ფარგლებში რობერტ ლევანდოვსკიმ 6 გოლი მიითვალა. ამ მაჩვენებლით პოლონელი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. მის შემდეგ თომას მიულერი, ფრანკ რიბერი, ყოფილი ბაიერნელი ტონი კროოსი და ჰამბურგელი სონ ჰინ მინი მოდიან.

2017 წლის შემდეგ ტურნირი მეორედ ზამთარში ჩატარდება. Telekom Cup-ის გათამაშება, როგორც წესი, ზაფხულში მიმდინარეობს. მატჩები პლეიოფის სისტემით ტარდება, რომლების სათამაშო დრო 45 წუთს შეადგენს. საყაიმო შედეგის შემთხვევაში გუნდები მონაწილეობას პენალტების სერიაში მიიღებენ.


12-01-2019