სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩისშემდგომი კომენტარები

ნიკო კოვაჩი: "ძალიან საინტერესო თამაში გამოვიდა, ჩვენ გამარჯვება დამსახურებლად მოვიპოვეთ. მაგრამ მატჩის მსვლელობისას აშკარა უპირატესობას არ ვფლობდით. 46-დან -70-ე წუთამდე ჰოფენჰაიმი ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ამ დროის პერიოდში ჩვენ მათ ვერ გავუმკლავდით. სეზონში წარმატებული სტარტის აღება ყოველთვის მნიშვნელოვანია. პირველ ტაიმში ვდომინირებდით და მეტოქის ბევრის საშუალება არ მივეცით. მეორე ნახევრის უკანასკნელი 20 წუთი ასევე მაღალ დონეზე ჩავატარეთ".

თომას მიულერი: "რა თქმა უნდა, ჰოფენჰაიმის თამაში გავაანალიზეთ და მწვრთნელმა გუნდი ასევე კარგად მოამზადა. თამაშიდან მათი ორი ცენტრალური ნახევარმცველის გამოთიშვა ვცადეთ. ეს კარგად გამოგვივიდა. პირველ ტაიმში განსაკუთრებით დიდი ხნის განმავლობაში ბურთს ვფლობდით და მატჩის სადავეებს ვაკონტროლებდით. მაგრამ ერთი ბურთის მეტით გატანა შეგვეძლო. მეორე ტაიმში ცენტრში დაბალი გადაცემების დეფიციტი შეინიშნებოდა. ძალისმიერი თამაში გამოვიდა, რაც ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს ნამდვილად მოეწონათ. ჩვენ კარგ გზას ვადგავართ და გამარჯვებების მოპოვება გვსურს".

იულიან ნაგელზმანი: "პირველ ტაიმში ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რაც გვსურდა. გამბედავად არ გამოვიყურებოდით, ბურთს ნაკლებად ვფლობდით და აქედან გამომდინარე ბევრი სირბილი მოგვიწია. გოლი დამსახურებლად გავუშვით. შემდგომში უფრო გაბედულად გამოვიყურებოდით და ბაიერნი ზეწოლის ქვეშ მოვაქციეთ. მეტოქეს ორგანიზებულად ჩვენს ნახევარზე გადასვლა გაუჭირდა. ამის შემდეგ ძალიან ემოციური 20 წუთის მოწმეები გავხდით. საერთო ჯამში ბაიერნმა დამსახურებულად გაიმარჯვა".

ნიკო შულცი: "პირველ ტაიმში პასიურად გამოვიყურებოდით, აგრესიულობა გვაკლდა. მეორე ნახევარი კარგად დავიწყეთ და ანგარიშის გათანაბრება მოვახერხეთ. მაგრამ ამის შემდეგ უკეთ თამაში გვმართებდა და ანგარიში 2:1-მდე უნდა მიგვეყვანა. ამ დროის პერიოდში ვდომინირებდით. უბრალოდ შეტევის ხაზში უკეთ უნდა გვეთამაშა".


25-08-2018