სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩი შეკრებით კმაყოფილი დარჩა

შეკრების ბოლო დღეს ნიკო კოვაჩმა ფეხბურთელებს დატვირთვები შეუმცირა. "გასული დღეების განმავლობაში ბიჭებმა ბეჯითად და კონცენტრირებულად იშრომეს", განაცხადა 47 წლის სპეციალისტმა.

კოვაჩმა დოჰაში ჩატარებულ 7 დღეს უმაღლესი შეფასება მისცა: "ყველა გადამწყვეტი მომენტის, რომლების დამუშავება გვსურდა დავამუშავეთ. 10 ინტენსიური ვარჯიში ჩავატარეთ. მთავარი მიზანი ფიზიკურ კონდიციებში ჩადგომა და ტაქტიკური მომენტების დამუშავება იყო: ბურთის ფლობა, პრესინგი, ბურთის დაკარგვის და ართმევის დროს სწრაფი გადართვის შესაძლებლობა.

ჰასან სალიჰამიჯიჩმა ხაზი "ვარჯიშების დროს დიდ დატვირთვებს" გაუსვა, აქედან გამომდინარე პარასკევს გუნდს დასვენებისთვის საშუალება მიეცა. კვირა დღეს ბაიერნელები, ჩემპიონატის განახლებამდე, გენერალურ რეპეტიციას ჩაატარებენ. გუნდი დიუსელდორფში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას Telekom Cup-ში მიიღებს.

ნიკო კოვაჩი მხოლოდ არიენ რობენზე წუხს. დოჰაში ჰოლანდიელმა გუნდთან ერთად ვერც ერთი ვარჯიში ვერ ჩაატარა. ბარძაყის ტრავმის შემდეგ ჰოლანდიელი რეაბილიტაციას გადის. "არიენი 100%-ით მზად ჯერ არ არის. საერთო ჯგუფში მის ვარჯიშს აზრი არ ჰქონდა", აღნიშნა ხორვატმა მწვრთნელმა.

ასევე კოვაჩს ფიქრი რიბერის შემცვლელზე მოუწევს. ფრანგსაც ბარძაყი აწუხებს. კოკო ტოლისო დატვირთვებს ნელ-ნელა ზრდის, მაგრამ მისი დაბრუნება ჯერ ნაადრევია. ყველა დანარჩენი მოთამაშე მიუნხენში ჯანმრთელი და კარგ ფიზიკურ კონდიციებში დაბრუნდნენ.

"ახლა ჰოფენჰაიმზე გადართვა გვმართებს. სეზონის მეორე ნახევარში წარმატებული სტარტის აღება მნიშვნელოვანი იქნება", განაცხადა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა. დოჰაში გუნდმა ამისთვის ყველაფერი გააკეთა.


11-01-2019