სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სალიჰამიჯიჩი: "ხამესის მომავალზე ვერაფერს გეტყვით"

"ხამესთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას ხშირად განვიხილავთ. საუკეთესო ფეხბურთის დემონსტირებისთვის მას კომფორტული პირობები სჭირდება. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ვიცი, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მისი მომავლის შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვით. დრო ჯერ კიდევ გაგვაჩნია. მოდით სეზონის განახლებას დაველოდოთ", განაცხადა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

შეგახსენებთ, რომ კოლუმბიელს ბაიერნის დატოვება სურს, რადგანაც სათამაშო პრაქტიკის დეფიციტს გრძნობს. ჭორების თანახმად, ზაფხულში ხამესის შეძენა არსენალს სურს.


11-01-2019