სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

დოჰა. დღე მეშვიდე

ხუთშაბათს საღამოს ბაიერნი, 6-საათიანი ფრენის შემდეგ, დოჰადან მიუნხენში დაბრუნდა. ბაიერნელებმა უკან ძალიან დაძაბული კვირა ჩამოიტოვეს, რომელიც ინტენსიური ვარჯიშებით იყო გადატვირთული. რამდენიმე ფეხბურთელისთვის დასრულებული შეკრება განსაკუთრებული იყო.

ახალგაზრდული გუნდის მოთამაშეები მერიტან შაბანი, იოზუა ცირკცე, იონათან მაიერი და ჩუნ ვუნ იუნი დოჰას ზამთრის შეკრებაზე პირველად იყვნენ. ახალგაზრდებმა უმაღლეს დონეზე სასარგებლო გამოცდილება მიიღეს.

"ვარჯიშებს, რომელიც ახალგაზრდულ ასაკობრივ გუნდში ან დუბლში მქონდა, პირველ გუნდის ვარჯიშებთან ვერ შევადარებ, რადგანაც ყველაფერი უფრო ინტენსიურად ვითარდებოდა. რა თქმა უნდა, გასული კვირის განმავლობაში ოსტატობა ავიმაღლეთ", განაცხადა მაიერმა. 19 წლის ფეხბურთელი იმედს იტოვებს, რომ სეზონის მეორე ნახევარში "ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ხანმოკლე სათამაშო პრაქტიკის მიღების შესაძლებლობას იქონიებს".

ხუთშაბათს დილით კოვაჩმა გუნდთან მცირე ვარჯიში ჩაატარა, რომელიც სირბილს და მოთელვას შეიცავდა. მეკარეები სავარჯიშო ცენტრში ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდნენ. იგივე ეხებოდა ტიაგოს და შაბანის, რომლებიც ინდივიდუალური პროგრამით სპორტულ დარბაზში ვარჯიშობდნენ.

ფრანკ რიბერი ისევ არ ვარჯიშობს. ოთხშაბათს საღამოს ფრანგმა ბარძაყის ტრავმა მიიღო. არიენ რობენი და კოკო ტოლისო ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს განაგრძობენ.

ნიკო კოვაჩის გადაწყვეტილებით პარასკევს გუნდს დასვენების დღე ექნება. შაბათიდან სავარჯიშო პროცესი განახლდება. ვარჯიშის შემდეგ ბაიერნი დიუსელდორფში ჩაფრინდება, სადაც კვირა დღეს მონაწილეობას Telekom Cup-ში მიიღებს. ტურნირს ჰოფენჰაიმთან მატჩამდე გენერალური რეპეტიციის სტატუსი ექნება.


11-01-2019