სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სალიჰამიჯიჩი: "ბაიერნის ჩამოწერა ნაადრევია"

ჰასან სალიჰამიჯიჩი...

... სავარჯიშო შეკრების შედეგის შესახებ:

"ყველაფერი ძალიან მარტივია. მწვრთნელმა და გუნდმა ძალიან კონცენტრირებულად იშრომეს. ვარჯიშებზე დატვირთვები ძალიან მაღალი იყო. წინ კიდევ ორი ვარჯიშია, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჯანმრთელი იყოს. ახლა სრულ კონცენტრაციას ჰოფენჰაიმთან მატჩზე გადავიტანთ. სეზონის მეორე ნახევარში კარგი სტარტის აღება გვმართებს. მშვენიერი თამაში უნდა ვაჩვენოთ".

... მეორე წრის დაწყების შესახებ:

"ახლა მატჩიდან მატჩამდე უფრო მეტი ფიქრი გვმართებს. მეორე წრეში წარმატებული სტარტის აღება მნიშვნელოვანია. ჰოფენჰაიმთან უკანასკნელ მატჩში არც ისე კარგი თამაში ვაჩვენეთ. ამის გამოსწორება გვმართებს. მათთან გასვლითი მატჩების გამართვა ყოველთვის რთულია. მეტოქე კარგ ფეხბურთს დემონსტრირებს. ზამთრის შესვენების დაწყებამდე ბევრი ვიშრომეთ და კარგ თამაშს ვაჩვენებდით. აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ყველასთვის ამოცანა გასაგებია და მომდევნო მატჩზე კონცენტრაციას გადაიტანენ".

... ბენჟამინ პავარის შეძენის შესახებ:

"მას თვალს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდეც ვადევნებდით. გადაწყვეტილება მისი შეძენის თაობაზე სწრაფად მივიღეთ. ბაიერნისთვის ძალიან კარგი ტრანსფერია. მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა! ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უნიკალური მიღწევაა. საფრანგეთის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის სტაბილური წევრი იყო. მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, მისი შესაძლებლობის შესახებ ტურნირის დაწყებამდეც ვიცოდით".

... ბუნდესლიგაში ტიტულის ბრძოლის შესახებ:

"ზამთრის შესვენების დაწყებამდე დორტმუნდთან ჩამორჩენა 6 ქულამდე დაყვანა შევძელით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დორტმუნდი ძალიან კარგ სეზონს ატარებს. ჩვენც არ გავჩერებულვართ და ბოლოსკენ მოვუმატეთ. ზამთრის არდადეგებზე კარგი წინათგრძნობით გავედით. შეკრებაზე ბიჭები პირველივე წუთებიდან 100%-ით იხარჯებიან. გუნდი ძალიან კონცენტრირებულად შრომობს, მაღალი კონკურენცია სუფევს, აქედან გამომდინარე ყველა ფეხბურთელი საკუთარი საუკეთესო მხარეების დემონსტრირებას ცდილობს. ვთვლი, რომ ბაიერნის ჩამოწერა ორი მიზეზის გამო ნაადრევია: გუნდი ძალიან ბეჯითად შრომობს და მოთამაშეებს უმაღლესი მიზნების მიღწევა სურთ".

... გუნდში კონკურენციის შესახებ:

"გუნდში მაღალი კონკურენციის არსებობა მნიშვნელოვანია. შეკრების განმავლობაში მწვრთნელი კონკურენციას ამწვავებს, ყოველივე მოთამაშეს საკუთარი თავის წარმოჩენის შანსს აძლევს. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია".

... სატრანსფერო ბაზარზე საკუთარი მუშაობის შესახებ:

"ძალიან კარგი სკაუტების დეპარტამენტი გვაქვს. ეს ჩემი მუშაობის და მთელი კლუბის გულს წარმოადგენს, რადგანაც გუნდი უმაღლესი ფეხბურთელების შეძენით სარგებელს ღებულობს. ამ დეპარტამენტის მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ. კონკურენტების დასწრებას ვცდილობთ. ფეხბურთელის უნარების გაცნობას სწრაფად ვახერხებთ. ადრე მსოფლიოში მხოლოდ 3-4 მდიდარი კლუბი არსებობდა. ახლა სხვაგვარად არის. ვთვლი, რომ ინგლისში და საერთაშორისო ბაზარზე არსებული სიტუაცია დამატებით ახსნას არ საჭიროებს. აქედან გამომდინარე მომდევნო დონის მიღწევა გვმართებს. უფრო სწრაფები უნდა გავხდეთ. სწრაფი გადაწყვეტილების მიღება არის საჭირო. ვფიქრობ, რომ ამის გაკეთებას ვახერხებთ".


10-01-2019