სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

დოჰა. დღე მეექვსე

დოჰაში ზამთრის შეკრება დასასრულს უახლოვდება, მაგრამ ოთხშაბათს დილით ეს ფაქტი სიტუაციას ნაკლებად ემთხვეოდა. ნიკო კოვაჩმა ვარჯიში ერთი საათია, რაც დაასრულა, მაგრამ ფეხბურთელებმა საკუთარი სურვილით მინდორზე დარჩნენ, სადაც შორეულ დარტყმებს და ჩაწოდებებს ამუშავებდნენ. მაგალითად, ჯერომ ბოატენგმა ქუსლით რამდენიმე ლამაზი ბურთი შეაგდო, ცენტრალურ მცველზე არ ეტყობა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში გუნდი ინტენსიურ ვარჯიშებს დიდი დატვირთვით ატარებს.

ბოატენგმა თვითონ აღიარა, რომ შეკრება ძალიან დაძაბული იყო. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ "მთელი აზრი ამაში იყო". "მეორე წრისთვის კარგი მომზადება გვსურდა. კუნთებში დისკომფორტის შეგრძნება ნორმალურ მოვლენას წარმოადგენს".

სამწვრთნელო შტაბი ნიკო კოვაჩის ხელმძღვანელობით დატვირთვებს ჭკვიანურად ანაწილებდა. მაგალითად, სამშაბათს დილით ფეხბურთელებს დასვენებისთვის საშუალება მიეცა. ბოატენგს განსაკუთრებული გეგმები არ ჰქონდა, მან ეს დრო "კითხვას, დასვენებას და სატელეფონო საუბრებს" დაუთმო. სხვა ბაიერნელებმა დასვენებისთვის პაუზა უფრო აქტიურად გამოიყენეს: თომას მიულერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ და სვენ ულრაიხმა გოლფი ითამაშეს.

საღამოს ნიკო კოვაჩმა 90 წუთიანი შეხვედრა გამართა. "კარგია, როდესაც სავარჯიშო შეკრებას მატჩით ასრულებ. მან სარგებელი მოგვიტანა. სათამაშო რიტმში შევედით", განაცხადა ბოატენგმა.

ზემოთაღნიშნულმა მატჩმა განთქმული სტუმრების ყურადღება მიიქცია. ბაიერნელების შეხვედრას მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთის ნაკრების რიგებში ჩავი და მანშაფტის მენეჯერი ოლივერ ბირჰოფი ესტუმრნენ.
ბირჰოფისთვის ნაკრების ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობის გაგება მნიშვნელოვანი იყო. დიდი დატვირთვების მიუხედავად, თამაში საინტერესო გამოდგა. გუნდებმა 7 ბურთის გატანა შეძლეს.


10-01-2019