სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რობენი კარგ გზას ადგას

ახალი წელი არიენ რობენისთვის ნაკლებად სასიამოვნო გამოდგა. სანამ მისი პარტნიორები სეზონის მეორე ნახევრისთვის სრულფასოვან მომზადებას გადიან, ჰოლანდიელს ვარჯიში მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამით უწევს. ამის მიზეზი ბარძაყის კუნთის ტრავმაა.

"არიენ რობენს საერთო ჯგუფში ვარჯიში, სამწუხაროდ, ჯერ არ შეუძლია. მაგრამ მწყობრში მალე ჩადგება. ტრენაჟორების დარბაზში ბევრს მუშაობს. ასევე დიდ დროს ბურთთან ვარჯიშებს უთმობს. სამედიცინო პერსონალს ვესაუბრე, მოთმინება გვმართებს. მის მდგომარეობას დეტალურად უნდა დავაკვირდეთ", განაცხადა ოთხშაბათს დოჰაში სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

ნოემბრის ბოლოდან რობენს ბარძაყის ტრავმა სერიოზულად აწუხებს. უკანასკნელი შეხვედრა ჰოლანდიელმა ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში ჩაატარა. ბენფიკასთან მატჩში რობენმა დუბლი მიითვალა (5:1). ზამთრის შესვენებამდე ბოლო 6 მატჩი არიენმა ტრამვის გამო გამოტოვა.


09-01-2019