სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

პავარი ივლისიდან ბაიერნელი გახდება

სეზონის მეორე ნახევრის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ბაიერნის ხელმძღვანელობამ განცხადება პირველ ტრანსფერზე გააკეთა, რომელიც ზაფხულიდან გუნდს გააძლიერებს. მცველი ბენჟამენ პავარი, რომელიც შტუტგარტის ღირსებას იცავს, 1 ივლისიდან რეკორდმაისტერის ფეხბურთელი გახდება. ამის შესახებ ჰასან სალიჰამიჯიჩმა დოჰაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ბენჟამენ პავარი ბაიერნში 1 ივლისს გადავა. მან ხელი 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა. ახალგაზრდა მცველია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება უკვე მოასწრო. ძალიან გვიხარია და ამაყები ვართ, რომ საკუთარ რიგებში ამ დონის მოთამაშის გადაბირება შევძელით", განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.

22 წლის პავარს თამაში მარჯვენა და ცენტრალური მცველის პოზიციებზე შეუძლია. მსოფლიო ჩემპიონატზე მცველმა საფრანგეთის ნაკრების რიგებში მონაწილეობა 7-დან 6 შეხვედრაში მიიღო. არგენტინის კარებში გატანილი ბურთი ტურნირის საუკეთესო გოლად აღიარეს. ტოლისოსთან ერთად პავარი ბაიერნის რიგებში მეორე მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი იქნება.


09-01-2019