სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

დეივისი პრესას შეხვდა

"Servus, wie geht’s?“, გერმანულად მიესალმა დეივისი დოჰაში ჩამოსულ პრესის წარმომადგენლებს. სამშაბათს 18 წლის ფეხბურთელმა რეკორდმაისტერის მაისურში პრესასთან შეხვედრა პირველად გამართა. 7 კვირის წინ, როდესაც დეივისი მიუნხენში ჩავიდა, სიტუაცია სხვაგვარი იყო. ყველა ის ფეხბურთელი, რომლებთანაც ახლა კანადელი მინდორზე გამოდის, მხოლოდ ტელევიზორში ან კომპიუტერულ თამაშში ჰყავდა ნანახი.

"როდესაც მათ რეალურ ცხოვრებაში ხედავ, ერთ გუნდში თამაშობ, მაშინ, რასაკვირველია, ნერვიულობ", აღიარა ვინგერმა.

მაგრამ პირველი თავმდაბლობა მან უკვე გადალახა. ნოემბრიდან დაწყებული ახალ პარტნიორებთან ერთად ვარჯიშობს. სეზონის მეორე ნახევარში დეივისს სათამაშო პრაქტიკის დაგროვება სურს.

"ყოველივე ვარჯიშზე საუკეთესო თამაშის დემონსტრირება მსურს. შანსის მიღების შემთხვევაში, მის გამოყენებას ვეცდები. ახლა გამოცდილ პარტნიორებისგან მაგალითს ვიღებ", თქვა დეივისმა.

ბაიერნში კანადის წლის საუკეთესო ფეხბურთელი 19-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. "იმ წელს ემთხვევა, როდესაც ამ მშვენიერი კლუბის რიგებში თამაშს დავიწყებ", ახსნა თავისი არჩევანი ალფონსომ.

მაგრამ მანამდე კანადელს ბაიერნისთვის ტრადიციული რიტუალის შესრულება ელის. მან მთელი გუნდის წინაშე სიმღერა უნდა იმღეროს.

"ტიაგომ ამ ტრადიციის შესახებ მომიყვა. სწორი სიმღერის მოძებნას ვეცდები ", ღიმილით თქვა ახალბედა ბაიერნელმა.


09-01-2019