სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

დოჰა. დღე მეხუთე

ეკვატორი გადალახულია! დოჰაში შეკრების მეორე ნაწილი დაიწყო. ფეხებში სიმძიმე უკვე იგრძნობა, მაგრამ კიდევ რამდენიმე ინტენსიური ვარჯიშის გადატანა არის საჭირო.

"უკანასკნელი დღეების განმავლობაში კონდიციების აღსადგენად ბევრი ვიშრომეთ. არ არის გასაკვირი, რომ ამის შემდეგ გადაღლილობა იგრძნობა", განაცხადა ნიკლას ზულემ.

სამშაბათს დილით ბაიერნელებმა, როგორც წინა დღეებში, ფიზიკური კონდიციების გასაუმჯობესებლად ინტენსიური პროგრამით ივარჯიშეს. ინდივიდუალური პროგრამით სერჟ გნაბრიმ, იოზუა კიმიხმა, რაფინიამ, კოკო ტოლისომ და არიენ რობენმა იმუშავეს.

ვარჯიშის დასრულებამდე ფეხბურთელებმა ორი ორზე ითამაშეს. გუნდმა თამაშისგან დიდი სიამოვნება მიიღო. ყოველმა წარმატებულმა მოქმედებამ და გატანილმა ბურთმა აპლოდისმენტებით დასაჩუქრდა. რეკორდმაისტერის რიგებში ყველა ხვდება, რომ ბეჯითი შრომა ნაყოფიერი იქნება.

"სეზონის მეორე ნახევარში ამ შეკრებაზე ჩატარებული შრომა სარგებელს მოგვიტანს. პირველ მატჩამდე რამდენიმე დღე დარჩა და არ ვფიქრობ, რომ დატვირთვებს გავზრდით. სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ჰოფენჰაიმთან შეხვედრას ოპტიმალურ კონდიციებში შეხვდეთ", აღნიშნა ნიკლას ზულემ.

კოვაჩმა მცველის აზრი გაითვალისწინა და გუნდს საღამოს დასვენებისთვის საშუალება მისცა.


09-01-2019