სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნოიერი: "ლივერპულთან შანსები 50/50-ზეა"

დოჰაში სავარჯიშო შეკრებაზე მანუელ ნოიერი პუბლიკის წინაშე ძალიან კონცენტრირებული და საფირმო ღიმილით წარსდგა. შარშან კაპიტანმა ტრავმის გამო ზამთრის შეკრება გამოტოვა. წელს სრული ძალებით ვარჯიშობს. "რასაკვირველია, მოხარული ვარ, რომ სეზონის მეორე ნახევრისთვის გუნდთან ერთად ვემზადები. მეორე ნახევარს ოპტიმალურ ფიზიკურ კონდიციებში უნდა შეხვდეთ", განაცხადა 32 წლის მეკარემ.

ნოიერის და გუნდის წინაშე, როგორც ყოველთვის, დიდი ამოცანები დგას. "ბევრი რამ შესაცვლელი გვაქვს. ძალიან მოტივირებულები ვართ", განაცხადა კაპიტანმა ჩემპიონატში არსებულ სიტუაციის შესახებ. "იმედი მაქვს, რომ დორტმუნდთან როლებს გავცვლით. სეზონის განმავლობაში გუნდებს ცუდი პერიოდები სჩვევიათ. ფეხი ალბათ დორტმუნდსაც წაუცდება", თქვა კაპიტანმა.

გასული წელი ბაიერნმა კარგად დაასრულა. გუნდს 2019 წლის დაწყება ასევე წარმატებების მიღწევით სურს. "რა თქმა უნდა, ყველა მატჩის მოგებას ვეცდებით, მაგრამ ვიცით, რომ ამის გაკეთება რთული იქნება", აღნიშნა ნოიერმა, რომელს 5 მატჩიანმა მოგებათა სერიამ ოპტიზმისთვის საფუძველი მისცა.

"მოგებათა სერია გაშვებული გოლების გარეშე გაგვაჩნია. ეს გუნდისთვის პოზიტიურ სიგნალს წარმოადგენს. სავარჯიშო შეკრებაზე კარგი განწყობის და წინათგრძნობის თანხლებით ჩამოვფრინდით", დაამატა ნოიერმა.

არსებული "მშრალი" სერია კაპიტანს ახარებს, რადგანაც მიმდინარე ჩემპიონატში მას კარების ბადედან ბურთის ამოღება ხშირად უწევდა (18 ჯერ).

"რა თქმა უნდა, არც ისე მარტივი პირველი წრე გამოგვივიდა. მეც საქმეები არც ისე კარგად მქონდა", აღიარა მსოფლიოს ოთხი გზის საუკეთესო მეკარემ. მაგრამ სამწვრთნელო შტაბისგან და პარტნიორებისგან "ბევრი დადებითი სიტყვა" მოისმინა და სიტუაციის სწორედ შეფასება შეძლო.

2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი წინ იხედება, რადგანაც ბაიერნი სამივე ტურნირზე გამოსვლას განაგრძობს. თებერვალში გერმანიის თასის 1/8 ფინალის ფარგლებში ბაიერნი ჰერტას დაუპირისპირდება. ჩემპიონთა ლიგაზე სუპერჯახი ლივერპულთან ელის.

"მერსისაიდელებთან შანსები 50/50-ზე გვაქვს. მშვენიერი გუნდია, რომელიც თავს საიმედოდ იცავს და სახიფათო კონტრშეტევებს ანახორციელებს. მაგრამ სუსტი მხარეები მეტოქესაც აქვს. ლივერპულს პატივს ვცემთ. ვფიქრობ, რომ ჩვენთან შეხვედრა ნაკლებად გაუხარდათ", დაასრულა მანუელმა.


08-01-2019