სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

დოჰა. დღე მეოთხე

ორშაბათს დილით გუნდს დასვენებისთვის საშუალება მიეცა. თავისუფალ დროს ყველა საკუთარი სურვილით ატარებდა. რობერტ ლევანდოვსკი, მატს ჰუმელსი და ლეონ გორეცკა სასტუმროს ტერასაზე ისვენებდნენ. კოკო ტოლისო ინდივიდუალური აღდგენითი პროგრამით ვარჯიშს განაგრძობდა. მანუელ ნოიერი და ტონი ტაპალოვიჩი თვალს ბრიუგეს ვარჯიშს ადევნებდნენ. დანარჩენი ბაიერნელები საკუთარ ნომრებში იმყოფებოდნენ. ყველასთვის გასაგებია, რომ გუნდს წინ რამდენიმე გადატვირთული დღე ელის და თავისუფალ დროს დასვენებისთვის იყენებენ.

"ვისაც შეკრებების გამოცდილება უკვე გააჩნია, იციან თავისუფალი დრო როგორ უნდა გამოიყენონ. იმ შემთხვევაში თუ შეკრებაზე მოუმზადებელი გაემგზავრები მაშინ ვარჯიში ორმაგად რთული იქნება", აღნიშნა მანუელ ნოიერმა.

საღამოს ვარჯიშზე ფეხბურთელები შემტევ პრესინგს და გადაცემებს ამუშავებდნენ.


08-01-2019