სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ტოლისო სარბენ ბილიკზე ვარჯიშობს

კოკო ტოლისომ მწყობრში ჩასადგომად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. კვირა დღეს მსოფლიო ჩემპიონი Alter G-ს სარბენ ბილიკზე ირბინა. ფიტნეს მწვრთნელების გუნდთან ერთად 24 წლის ტოლისო ყოველდღიურად ორ ვარჯიშს მართავს. ვარჯიშების მთავარი მიზანი - ნებისყოფის და კუნთის მასის გაზრდაა. აქედან გამომდინარე დატვირთვებს ნელ-ნელა გაზრდიან.

ნიკო კოვაჩი ტოლისოს სრული აღდგენისთვის დროის მიცემას აპირებს. მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის შემდეგ ფეხბურთელს მწყობრში ჩასადგომად 6-7 თვე ჭირდება. "საუკეთესო შემთხვევაში ტოლისო მარტში დაგვიბრუნდება. ჩვენ მასზე ზედმეტი ზეწოლის მოხდენას არ ვაპირებთ", აღნიშნა შაბათს რეკორდმაისტერის მწვრთნელმა.


07-01-2019