სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

დოჰა. დღე მესამე

დრო დოჰაში უხილავად გარბის - მიუნხენელებს სეზონის მეორე ნახევრის დაწყებამდე მოსამზადებლად ერთი კვირა რჩებათ. ყოველდღიურად გუნდი ბეჯითად შრომობს.

"ძალიან ინტენსიური ვარჯიშები გვაქვს", განაცხადა ლეონ გორეცკამ, რომელსაც Aspire Zone-ის ტერიტორია პრაქტიკულად არ დაუტოვებია.

"პირველ ორ დღეში თავისუფალ დროს დასასვენებლად ვიყენებდი. ფილმებს ვუყურებდი ან კარტს ვთამაშობდით. საუკეთესო ფიზიკური კონდიციების აღსადგენად ბეჭითი შრომა გვმართებს", აღნიშნა 23 წლის ფეხბურთელმა.

კვირას დილით ბავარიელები გადაცემებს და კარების მიმართულებით დარტყმებს ავარჯიშებდნენ. თომას მიულერს უფრო სირბილზე აქცენტირებული ვარჯიშები დაამახსოვრდა, რომლებიც 29 წლის ფეხბურთელმა "არც ისე სასიამოვნო" უწოდა.

მაგრამ ამავდროულად მიულერი ხვდება, რომ სამწვრთნელო შტაბი დატვირთვებს სწორედ ანაწილებს.

"ზამთრის მომზადების განმავლობაში უფრო ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რადგანაც მინდორზე გამოსვლა უკვე 18 იანვარს მოგვიწევს", თქვა 29 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც გუნდის კარგი ფიზიკური მდგომარეობა ეჭვს არ იწვევს.
"საერთო ჯამში ყველანი კარგ კონდიციებში ვიმყოფებით, რადგანაც 10-დღიანი შვებულების განმავლობაში კონდიციების დაკარგვა წარმოუდგენელია", დაამატა მიულერმა.

საღამოს ნიკო კოვაჩმა მორიგი ვარჯიში ჩაატარა. არიენ რობენი და კოკო ტოლისო ისევ სათადარიგო მინდორზე მუშაობდნენ. ფრანგისგან პოზიტიური ინფორმაცია გავრცელდა. პირველად სექტემბრის თვიდან სირბილის დროს მას ტკივილებმა არ შეაწუხეს.


07-01-2019