სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა რიბერი დააჯარიმა

ბაიერნის ხელმძღვანელობამ ფრანკ რიბერის დიდი ოდენობის თანხით დააჯარიმა. მიზეზი ფრანგის სოციალურ ქსელებში არანორმატიული ლექსიკის მქონე პოსტები აღმოჩნდა. "ძალიან ცუდი სიტყვები გამოიყენა, რომლებიც ბაიერნისთვის მიუღებელია. გუშინ მასთან გრძელი საუბარი გვქონდა, რომლის დროს ფრანკს ჯარიმის თაობაზე შევატყობინე. რიბერი ამ გადაწყვეტილებას დათანხმდა", განაცხადა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა.

დუბაიში შვებულების დროს, ფრანკ რიბერი, სარეკლამო აქციის ფარგლებში, რესტორანში დაპატიჟეს. აქედან გამომდინარე, პრესაში არა სწორი ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ ფრანგმა ვინგერმა "Steak"-ში 1200 ევრო გადაიხადა, რის გამოც მის მიმართ უსამართლო კრიტიკა გაიჟღერა. რიბერიმ კრიტიკოსებს საკუთარი თავის და ოჯახის დასაცავად იგივე ფორმით უპასუხა, რაც ბაიერნისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.


06-01-2019