სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

დოჰა. დღე მეორე

პოზიტიური ინფორმაცია. შაბათს საღამოს საერთო ჯგუფს სერჟ გნაბრი დაუბრუნდა. ვინგერს მცირე ტრავმა აწუხებდა და შეკრების პირველი დღის განმავლობაში სერჟი ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდა.

"რეაბილიტაცია სრულიად გავიარე. მიხარია, რომ გუნდთან ერთად ვარჯიში ისევ შემიძლია. მაქსიმუმზე დახარჯვას ვაპირებ", განაცხადა 23 წლის ფეხბურთელმა.

"ძალიან დაძაბული ვარჯიში იყო. უამრავი სპრინტი შევასრულეთ. ძალიან რთული იყო", დაამატა გნაბრიმ.

დილით ახალგაზრდა ვინგერი არიენ რობენთან ერთად ვარჯიშობდა. "არიენი ძუნძულით დარბოდა, მე ბურთთან ერთად ვმუშაობდი. სადილის შემდგომ ვარჯიშისთვის ვემზადებოდი. მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ, რაც სიამოვნებას მანიჭებს. წლების განმავლობაში რობენი ბევრს შრომობდა და შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია. მისი შედეგების შემხედვარე იგივეს მიღწევას ვეცდები", აღნიშნა სერჟ გნაბრიმ.

შაბათს საღამოს ნიკო კოვაჩის განკარგულებაში თითქმის სრული შემადგენლობა იყო. ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს მხოლოდ ტოლისო და არიენ რობენი განაგრძობენ. მატს ჰუმელსი საერთო ჯგუფს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ მას ზურგი აწუხებდა.

"მინდვრები მშვენიერ კონდიციებში იმყოფება. აქ საუკეთესო პირობები გაგვაჩნია. გუნდს მშვენიერი მომზადების ჩატარება მმართებს. სეზონის მეორე ნახევარში დასახული ამოცანების შესრულებას ვეცდებით", დაასრულა გნაბრიმ.


06-01-2019