სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

დოჰა. დღე პირველი

4-დან 10 იანვრამდე ბაიერნელები დოჰაში იქნებიან, სადაც სეზონის მეორე ნახევრისთვის მოემზადებიან. 5-საათიანი გადაფრენის შემდეგ, სასტუმროში გუნდს ხანმოკლე შესვენება ჰქონდა. ამის შემდეგ ფეხბურთელები მინდორზე გამოვიდნენ. ვარჯიშის დაწყებამდე კოვაჩი ყველა მოთამაშეს მიესალმა, შემდეგ გუნდი შრომას შეუდგა. ძირითადი ნაწილი გადაცემებს ამუშავებდა, შემდგომში ბაიერნი ორი გუნდით დაიჰყო და სატესტო მატჩი ჩაატარა. რობენმა, ტოლისომ და გნაბრიმ ინდივიდუალური გრაფიკით ივარჯიშეს. ჰუმელსი სასტუმროში დარჩა, მას ზურგი აწუხებს.

შემდგომი დღეები გუნდს ძალიან ინტენსიური ექნება. ნიკო კოვაჩმა ხაზი ძირითად მიმართულებებს გაუსვა: "ტექნიკა, ტაქტიკა, ფიზიკური კონდიციები. მუშაობა სათამაშო მოდელის 4 ფაზაზე გვმართებს: შენი გუნდის ბურთის ფლობა, ბურთის ფლობა მეტოქეს მიერ, შენმა გუნდმა ბურთი მოიპოვა და შენმა გუნდმა ბურთი დაკარგა. ამ მომენტებს ავტომატიზმამდე მივიყვანთ. შეხვედრებში ამ სიტუაციებზე უფრო სწრაფ რეაგირებას მოვახდენთ. ფეხბურთელებთან ერთად ამ ყველა სიტუაციის განვითარების ნებისმიერ გაგრძელებას განვიხილავთ, იმისთვის რომ მატჩის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღება უკეთ შეძლონ".


05-01-2019