სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სავარჯიშო შეკრებამ სტარტი აიღო

პარასკევს, ადგილობრივი დროით, ზუსტად 16.40 წუთზე თომას მიულერი და კომპანია დოჰაში ჩაფრინდნენ, სადაც სავარჯიშო შეკრებას გამართავენ. გუნდს ძალიან თბილად შეხვდნენ და ეს მხოლოდ ჰაერის ტემპერატურას არ ეხება, რომელიც 20 გრადუსს შეადგენს. აეროპორტში მიუნხენელებს ადგილობრივი ფანკლუბი Red Falcons შეხვდა.

გადაფრენა დათოვლილ მიუნხენიდან დოჰაში 5 საათი შეადგინა. ბორტზე გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჟურნალისტები და Staff-ის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. კაპიტანი მანუელ ნოიერი, რობერტ ლევანდოვსკი, არიენ რობენი და სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი შვებულებიდან თავისი სვლით მიაღწევენ.

ბორტზე გუნდთან ერთად ახალწვეული ალფონსო დეივისიც იმყოფებოდა, რომელმაც დეკემბერში ბაიერნთან ერთად რამდენიმე ვარჯიში ჩაატარა. ახლა ნიჭიერ კანადელს ახალ პარტნიორებთან პირველი შეკრების ჩატარება ელის. "ალფონსო მშვენიერი ახალგაზრდაა, რომელსაც მშვენიერი ხასიათი გააჩნია", აღნიშნა ჰასან სალიჰამიჯიჩმა. "მას დიდი პოტენციალი აქვს. მცირე დროს საჭიროებს და ამის შემდეგ მისი მხრიდან მშვენიერი თამაშის მოწმეები გავხდებით", დაამატა "Brazzo"-მ.

დოჰაში 18 წლის ფეხბურთელს საკუთარი შესაძლებლობის დემონსტრირების მშვენიერი შანსი ექნება. ჩაფრენის დღის გამოკლებით, ნიკო კოვაჩს ყოველდღიურად ორი ვარჯიშის ჩატარება აქვს დაგეგმილი. პარასკევს საღამოს გუნდმა ხანმოკლე ვარჯიში გამართა. შაბათს პირველ ღია ვარჯიშზე ფეხბურთელებს ინტენსიური შრომა მოუწევთ. გუნდს სეზონის მეორე ნახევრისთვის ოპტიმალური მომზადება აქვს დასახული. ნიკო კოვაჩი დარწმუნებულია, რომ მომდევნო დღეებში მოთამაშეები მაქსიმუმზე დაიხარჯებიან: "ვგრძნობ, რომ ბიჭები 100%-ით იშრომებენ. დორტმუნდს კონკურენციის გაწევას ეცდებიან". "ზამთრის შესვენების შემდეგ დასახული მიზნების მისაღწევად ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ", დაამატა არიენ რობენმა. 34 წლის ჰოლანდიელისთვის, რომელიც ზაფხულში 10 ჩატარებული წლის შემდეგ გუნდს დატოვებს, ეს სავარჯიშო შეკრება ბაიერნის რიგებში უკანასკნელი აღმოჩნდება.


04-01-2019