სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

პარასკევს ბაიერნი შეკრებას დაიწყებს

12 დღე ძალიან სწრაფად გავიდა. პარასკევს ფეხბურთელებს შვებულება დაუსრულდებათ. 4 იანვარს გუნდი ნიკო კოვაჩის ხელმძღვანელობით შეკრებაზე დოჰაში გაემგზავრება. 6 დღის განმავლობაში მოთამაშეები ოპტიმალური კონდიციების აღსადგენად ბევრს იშრომებენ.

"შვებულების წინ თითოეულმა ფეხბურთელმა ინდივიდუალური სავარჯიშო გეგმა მიიღო. დოჰაში ნულიდან დაწყება არ მოუწევთ, რადგანაც დატვირთვები მიღებული უკვე ექნებათ", განაცხადა ნიკო კოვაჩმა, რომელმაც შეკრების განაცხადში 29 მოთამაშე შეიყვანა. ტოლისო და ხამესი გუნდთან ერთად გაემგზავრებიან და შეკრებაზე რეაბილიტაციას განაგრძობენ. ახალწვეულის ალფონსო დეივისის გარდა ყატარში ასევე მერიტან შაბანი, ჩუნ ვუნ იუნი და იოზუა ცირკზე გაემგზავრებიან.

შეკრებაზე ამხანაგური შეხვედრების გამართვა დაგეგმილი არ არის, რადგანაც სავარჯიშო პროცესი ძალიან ინტენსიური იქნება. "დოჰაში ფიტნესის, ტექნიკურ-ტაქტიკური ელემენტების გაუმჯობესებას ვაპირებთ. ჰოფენჰაიმთან მატჩისთვის კარგად მომზადება გვმართებს. ამ შეხვედრაში ქულები უნდა ავიღოთ", აღნიშნა ნიკო კოვაჩმა. შეგახსენებთ, რომ რეკორდმაისტერი ჰოფენჰაიმს გასვლაზე 18 იანვარს შეხვდება.

იმის მიუხედავად, რომ ბაიერნი, პირველად უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში, მეორე წრეს მდევრის როლში დაიწყებს, ზედიზედ 5 მოპოვებული გამარჯვება ოპტიმიზმისთვის საფუძველს იძლევა. "დანებებას არ ვაპირებთ", თქვა კარლ-ჰაინც რუმენიგემ. "ეგრევე ზეწოლის მოხდენა გვსურს", დაამატა თომას მიულერმა. ამისთვის ფუნდამენტს გუნდი დოჰაში მომდევნო დღეების განმავლობაში ჩაყრის.


03-01-2019