სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

3:1... ოღონდ კომანის ტრავმის ფასად

ნიკო კოვაჩმა ცოტა არ იყოს უცნაური სასტარტო შემადგენლობა დააყენა. სკამზე ჰუმელსი და რობენი დარჩნენ, მათ ნაცვლად მინდორზე ბოატენგი და კომანი გამოვიდნენ.

ბაიერნმა აქტიურად დაიწყო და რამდენიმე მომენტი შექმნა. 23-ე წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ მიულერმა თაური დარტყმით ანგარიში გახსნა, 1:0. საგოლე გადაცემა კიმიხმა ჩაიწერა.

რაც შეეხება მეტოქეს... ჰოფენჰაიმის მოთამაშეები მხოლოდ უხეში თამაშით გამოირჩეოდნენ, რაც კომანის ტერფის ტრავმით დასრულდა. ახალგაზრდა ვინგერმა მინდვრის დატოვება მხოლოდ ექიმების დახმარებით შეძლო. რამდენიმეჯერ წესები რიბერიზე, ტიაგოზე და მარტინესზე დაირღვა. მსაჯმა "სოფლებებს" ყვითლები დაურიგა.

57-ე წუთზე ადამ ზალაიმ ინდივიდუალური მოქმედების ხარჯზე ანგარიში გაათანაბრა, 1:1. საჯარიმოს ფარგლებიდან უნგრელს შორეულ კუთხეში კარგი დარტყმა გამოუვიდა. ნოიერი უძლური იყო.

78-ე წუთზე რიბერიმ პენალტი მოიპოვა. ლევანდოვსკის დარტყმა ბაუმანმა მოიგერია, მაგრამ პირველი დამატებაზე რობენი იყო, 2:1! მაგრამ... რადგანაც რობენმა წესები დაარღვია, საჯარიმოში სასტვენამდე შევარდა, არბიტრმა ვიდეოასისტენტების დახმარების შემდეგ ლევანდოვსკის დარტყმა გაამეორებინა. ამჯერად პოლონელმა ფორვარდმა 11-მეტრიანი დარტყმა გამოიყენა, 2:1!

5 წუთში გორეცკას დარტყმული ბურთი მიულერს ხვდება, ტრაექტორიას იცვლის და ბადეში ეხვევა. არბიტრი გოლს ჯერ თვლის, შემდეგ ვიდეოასისტენტის დახმარების შემდეგ გოლს აუქმებს, რადგანაც თომასს ბურთი ხელში მოხვდა.

მატჩის მიწურულს შანსები რობენს, ლევანდოვსკის და ხამესს ჰქონდათ. ჰოლანდიელმა გორეცკას პასით ანგარიში 3:1-მდე გაზარდა!


25-08-2018