სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბოატენგი: "რთული წელი მქონდა"

"2018 წელი ჩემთვის რთული გამოდგა. მიხარია, რომ ეს წელი დასრულდა. კარგი თამაშის დემონსტრირება არ გამომდიოდა. საკუთარი მოლოდინები ვერ გავამართლე. რუსეთში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი ჩემი კარიერის ყველაზე ცუდი პერიოდი აღმოჩნდა. ბაიერნთან ერთად ვერცხლის სინი ზედიზედ მეექვსედ მოვიპოვეთ, მაგრამ თასის ფინალში წავაგეთ. ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ დავმარცხდი, ერთხელ გუნდთან ერთად, მეორედ ინდივიდუალურად, რადგანაც რეალთან პირველ შეხვედრაში ტრავმა მივიღე და საპასუხო მატჩში ბიჭებს ვერ დავეხმარე. უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. თავს უკეთ ვგრძნობ და ჩვეულ კონდიციებს ვიბრუნებ. არსებული კრიტიკა მოტივაციას მაძლევს. მიზნები ჩემთვის შეუცვლელი რჩება. ყველა ტიტულის მოპოვება მსურს", აღნიშნა ჯერომ ბოატენგმა.


01-01-2019