სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გილოცავთ 2019 წელს!

ძვირფასო ფანკლუბის წევრებო და საიტის მომხმარებლებო!

ახალ 2019 წელს გილოცავთ! მრავალს დაესწარით! წინსვლას და ჯანმრთელობას გისურვებთ! ბაიერნის და გერმანიის ნაკრების უამრავი წარმატება ერთად გვეზეიმოს!

2018 წელი რთული გამოვიდა... ბაიერნმა მხოლოდ ვერცხლის სინის მოპოვება შეძლო. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში რეალთან ზედიზედ მეორედ დამარცხდა და ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. გერმანიის თასზე ბერლინის ფინალში ნიკო კოვაჩის ყოფილ გუნდთან წააგო და დუბლი ვერ შეასრულა. სამწუხაროდ, გუნდმა იუპ ჰაინკესი სათანადოდ ვერ გააცილა.

2018 წელს ნაკრების გამოსვლას სრულ ფიასკოს დავარქმევდით... მანშაფტმა მსოფლიო ჩემპიონატი ჩააგდო... ერთა თასის B დივიზიონში ჩამოქვეითდა... რეიტინგში პირველი ადგილიდან მეთექვსმეტეზე (!!!) გადაინაცვლა... მაგრამ იმედები მაინც გაგვაჩნია. კიმიხის, ზულეს, ჰავერცის და ა.შ. სახით კარგი თაობა მოდის!

2019 წლის დადგომას კიდევ ერთხელ გილოცავთ!

პატივისცემით,

Rot-Weiße Treue Georgia-ს ადმინისტრაცია.


31-12-2018