სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ ნიკო კოვაჩთან

უკან დინამიური 6 თვე ჩამოტოვეთ, რომლებიც ზედიზედ 3 გამარჯვებით დაასრულეთ. რა განწყობით გადიხართ ზამთრის შესვენებაზე?
"იმ შეგრძნებით, რომ ბაიერნი ისევ ისეთი გახდა, როგორც სეზონის დასაწყისში იყო. საკუთარ ძალებში რწმენა დავიბრუნეთ. გუნდი მეორე წრეს მოუთმენლად დაელოდება. ბიჭები მაქსიმუმზე დაიხარჯებიან, იმისთვის, რომ დორტმუნდს კონკურენცია გაუწიონ".

უკანასკნელ 6 თვეს როგორ შეაფასებდით?
"ძალიან გადატვირთული და დინამიური დროის მონაკვეთი გამოვიდა. ძალიან ემოციური, მოსაწყენად დრო არ გვქონია. ბევრი კარგი მონაკვეთი გვქონდა, მაგრამ რთულიც იყო. ბოლოს სირთულეები გადავლახეთ და ახლა სწორ გზას ვადგავართ. დადებითი შედეგის გამოტანა შეგვიძლია. პირველად 10 წლის განმავლობაში ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური სტადია მარცხის გარეშე დაასრულა. გერმანიის თასის მომდევნო რაუნდში გავედით და ჩემპიონატში ვერცხლის სინისთვის ვიბრძოლებთ".

სეზონის სტარტი ძალიან წარმატებული გამოვიდა. გუნდმა 7 გამარჯვება მოიპოვა. მშვენიერ ფეხბურთს დემონსტრირებდა. ამის მოლოდინი გქონდათ?
"რა თქმა უნდა, კარგი სტარტის აღება მსურდა. ამისთვის წინა სასეზონო შეკრებაზე ბევრი ვიშრომეთ. მატჩებში სრულიად ვდომინირებდით. ბიჭებს ახალი მწვრთნელისთვის საკუთარი კლასის დამტკიცება სურდათ. ვარჯიშებზე და შეხვედრების დროს ძალიან ბევრს შრომობდნენ. მაგრამ შემდეგ ჩავარდნა დაგვეწყო. ალბათ, ვიფიქრეთ, რომ დაუმარცხებლები ვიყავით და ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ისევ ქულათა დიდი სხვაობით შევძლებთ. აქედან გამომდინარე კონცენტრაცია გავფლანგეთ. ვთვლი, რომ წელს ბუნდესლიგა უფრო ძლიერი და დაბალანსირებულია, ვიდრე შარშან იყო. ბოლო ტურამდე ბრძოლისთვის მზად უნდა ვიყოთ. გუნდმა ჩვეული კონდიციები ისევ დაიბრუნა. ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, ბენფიკასთან შეხვედრაში ყველას ვანახეთ, რომ შეტევების წარმართვა, მომენტების შექმნა და ბურთების გატანა შეგვიძლია".

როგორ გადალახეთ ოქტომბერ/ნოემბერში რთული პერიოდი და თქვენს მისამართით არსებული კრიტიკა?
"დისტანციირებას ვცდილობდი. გადაწყვეტილებების მიღება თავისუფალ გარემოში მსურდა. დასკვნებს მხოლოდ საკუთარ შთაბეჭდილებებზე ვიღებდი, რომლებს სავარჯიშო პროცესის დროს ვაგროვებდი. ზამთრის შესვენებამდე მე ამის გაკეთება გამომივიდა. უკვე 4-5 თვის განმავლობაში პრესას ვკითხულობ. თავს კარგ ვგრძნობ და სტრესს ამის გამო არ ვიღებ. ეს მნიშვნელოვანი მომენტია. პრესის მიერ წნეხის ყოფნის დროს, თავისუფლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებ".

თქვენ ასევე ოდნავ სათამაშო სისტემა შეცვალეთ. თვლით, რომ ეს ნაბიჯი გარდატეხის ერთ-ერთი მიზეზი იყო?
"გადავწყვიტეთ, რომ ცენტრის გაძლიერება იყო საჭირო, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე ვინგერების გამოყენება უფრო კარგად გამოგვდიოდა. ზამთრის შესვენების დადგომამდე როტაციის პრინციპს ნაკლებად ვიყენებდი. ამანაც დადებითი ეფექტი მოგვიტანა. გუნდმა საკუთარი თამაში მონახა. თითოეულმა ფეხბურთელმა იცოდა, რომ კარგი თამაშის შემთხვევაში სასტარტო შემადგენლობაში აუცილებლად მოხვდებოდა".

თქვენი აზრით, პირველ წრეში რომელი მატჩი იყო საუკეთესო?
"ვთვლი, რომ სტარტზე კარგ შეხვედრებს ვატარებდით. მაგალითად შალკესთან, რომელშიც მეტოქე ანგარიშით 2:0 დავამარცხეთ. იმ შეხვედრაში შალკეზე ვდომინირებდით. მაგრამ პირველი წრის ფინიშზეც კარგი მატჩები გვქონდა. მაგალითად, ჰანოვერთან. უმაღლესი დონის ფეხბურთი ვაჩვენეთ. იყოს შეხვედრები, რომლებიც არ მომეწონა და უკმაყოფილო დავრჩი".

რომელი მატჩის დავიწყებას ისურვებდით?
"მარცხი ყოველთვის სამწუხაროა, განსაკუთრებით საკუთარ კედლებში. ბერლინში და დორტმუნდში დავმარცხდით, მაგრამ ალიანც არენაზე გლადბახთან 0:3-ით წაგებული შეხვედრა ჩვენთვის საგრძნობი დარტყმა იყო. მაგრამ გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და სირთულეები გადალახა".

თქვენი აზრით, რა პროგრესს მიაღწიეს მთლიანობაში გუნდმა და ინდივიდუალურად რამდენიმე ფეხბურთელმა?
"ვფიქრობ, რომ ყველა მოთამაშემ მოუმატა. განსაკუთრებით ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს ეხება. ყოველდღიურად და ყოველთვიურად პროგრესირებენ. ეს ასევე შემდგარ მოთამაშეებსაც ეხება. გუნდმა დაამტკიცა, რომ კრიტიკასთან გამკვლავება შეუძლია".

რა ისწავლეთ უკანასკნელ 6 თვეში?
"სამწვრთნელო საქმეში ყველაფერი ძალიან სწრაფად ვითარდება. რაც გუშინ კარგი იყო, დღეს უკვე ცუდია. სიმშვიდის შენარჩუნება გვმართებს. ამას ჩემი მწვრთნელები მეუბნებოდნენ. საბედნიეროდ, რამდენიმე ძალიან კარგ სპეციალისტთან ვთამაშობდი. პანიკაში არ ვვარდები ხოლმე".

თებერვალ/მარტში ლივერპულთან შეხვედრები გაიმართება. ყველას ამ დაპისპირების დიდი მოლოდინი აქვს. შესვენების დროს ამის შესახებ ფიქრისგან გადართვას შეძლებთ?
"გადართვა ყოველთვის აუცილებელია. ყოველდღიურად ზეწოლის ქვეშ ვიმყოფებით, რადგანაც ფეხბურთი პირველ ადგილზე დგას. დასვენებას ვეცდები. ლივერპული უმაღლესი დონის მეტოქეა. ჩემთვის და გუნდისთვის დიდ გამოწვევას წარმოადგენს. ინგლისელებთან ჯახამდე ბუნდესლიგაში ხუთის და თასზე ერთი შეხვედრის გამართვა გველის. ამ მატჩებში წარმატების მიღებას ვეცდებით. ჩემპიონატში და თასზე ამოცანებზე კონცენტრაცია გვმართებს. შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ შესაძლებლობებზე ვიფიქრებთ. იდეალურად მოვემზადებით".

ორი სიტყვით: რას პირდებით გულშემატკივრებს სეზონის მეორე ნახევარში?
"ბევრს ვიშრომებთ. წარმატების მისაღწევად ყველაფერს დავდებთ. სეზონის ბოლოს გულშემატკივრებთან ზეიმი გვსურს".


27-12-2018