სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ინტერვიუ რობერტ ლევანდოვსკისთან

შობის დღესასწაულს როგორ შეხვდებით?
"მთელი ოჯახი სრული შემადგენლობით 2-3 დღით შეიკრიბება: ჩემი ოჯახი, დედაჩემი, ჩემი დის ოჯახი და ჩემი მეუღლის ოჯახი. სადღაც 15 ადამიანი ვიქნებით. ყოველწლიურად შეკრების ადგილმდებარეობას ერთობლივად ვწყვიტავთ. ჩემი მეუღლე მომზადებით არის დაკავებული. ეს დროის მონაკვეთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც პოლონეთში ძალიან იშვიათად ვიმყოფები. იჯახთან ყოფნით თითოეული წამით ვტკბები".

ბავშვობიდან დაწყებული შობის დღესასწაულთან რა მოგონებები გაკავშირებთ?
"ეს ის დრო იყო, როდესაც ყველანი ერთად ვიკრიბებოდით. სადღესასწაულო ატმოსფერო სუფევდა. დედაჩემი ყოველთვის ტრადიციულ 12 პოლონურ კერძს ამზადებდა. წვნიანი, ხორცი, თევზი და დესერტი. ბავშვი ვიყავი და ბევრს ვერ ვჭამდი. ხშირად მხოლოდ 2-3 კერძით შემოვიფარგლებოდი ხოლმე. საბედნიეროდ, დღეს ყველაფერი სხვაგვარად არის (იცინის). საღამოს 11 საათზე ეკლესიაში მივდივართ, დაბრუნებისას ვიძინებთ".

საჩუქრების დარიგება როგორ მიმდინარეობს?
"საღამოს მაგიდასთან, რომ ვჯდებოდით საჩუქრები უკვე ნაძვის ხესთან იდო. ჯერ ყველა მშვიდად ვახშმობდა, და ბავშვებს მოთმინებაზე გამოცდის ჩაბარება უწევდათ (იღიმის). ვახშმის დასასრულის დიდი მოლოდინი გვქონდა. რაღაც მომენტში მშობლები ამბობდნენ - "ახლა!". ამის შემდეგ ყველანი საჩუქრების გახსნას ვიწყებდით".

ახლა მამის სტატუსში უკვე თქვენც ხართ. ამ მხრივ როგორ შეიცვალა თქვენთვის შობის დღესასწაული?
"წლებთან ერთად ხვდები, რომ ოჯახთან დროის გატარება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას ერთად ნახვა, დალაპარაკება, აღნიშვნა და დროის გატარება საჭიროა. თანამედროვე მსოფლიოში დრო ძალიან სწრაფად გარბის. აქედან გამომდინარე შობა განსაკუთრებული დღესასწაულია".


26-12-2018