ბაიერნმა

რეალი დაჩაგრა

ბაიერნმა

არსენალთან წააგო

ტიაგო:"საკუთარი დონის

გაგება გვჭირდება"

ინტერვიუ

კოკო ტოლისოსთან

კოვაჩირეალთან მატჩის

შესახებ


როგორ გამოვა ბაიერნი ICC-ის ტურნირზე?







პარტნიორები

fcbayern.de

dfb.de

dfl.de

bundesliga.de

ტრანსლაციები

სატურნირო ცხრილი 2018/19

ბაიერნი 34 78
დორტმუნდი 34 76
ლაიპციგი 34 66
ლევერკუზენი 34 55
გლადბახი 34 55
ვოლფსბურგი 34 55

იხილე სრულად

დღის სიახლე

ბაიერნმა რეალი დაჩაგრა

მატჩი ძალიან სწრაფ რიტმში დაიწყო. პირველი მომენტი რეალმა შექმნა, მაგრამ ბენზემას დარტყმა ნოიერმა მოიგერია.

მე-15 წუთზე მიუნხენელებმა ანგარიში გახსნეს. ალაბას ჩაწოდების შემდეგ ტოლისომ მეორე ცდიდან კურტუას კარები აიღო, 1:0!

გაშვებული გოლის შემდეგ მეტოქემ ინიციატივა ხელთ იგდო. შესვენებამდე რეალს 3-4 კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ნოიერმა ბაიერნის გადარჩენა მოახერხა.

მეორე ტაიმში ზიდანმა უამრავი შეცვლა განახორციელა, რაც ანგარიშზე აისახა. ტაიმის შუაში ნავასის კარები ჯერ ლევანდოვსკიმ დალაშქრა, რამდენიმე წუთში თავისი ბურთი გნაბრიმაც გაიტანა. რეკორდმაისტერს კიდევ რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ კოვაჩის შეგირდებმა ისინი ვერ გამოიყენეს.

ტაიმის მიწურულს კატასტროფული შეცდომა კიმიხმა დაუშვა, რის გამოც ულრაიჰს საჯარიმოს გარეთ წესების დარღვევა მოუწია. არბიტრმა ბაიერნის გოლკიპერი გააძევა. ახალგაზრდა ტორბენ ჰოფმანმა ჯარიმიდან დარტყმული ბურთი ვერ მოიგერია, 3:1.

კომპენსირებულ დროში მეოთხე ბურთი ზინგჰმა შეაგდო, მაგრამ მსაჯმა გოლი ოფსაიდის გამო არ ჩათვალა. 2 ტურის შემდეგ მიუნხენელებს 3 ქულა აქვთ.

21-07-2019



არქივი

ივენთი

პოპულარული ვიდეო